ბა ბე ბლ ბო ბუ
ბალ ბარ ბატ

ბარბიზონის სკოლა

ხელოვნ.
რეალისტური მიმართულების ფუძემდებელი საფრანგეთში. XIX ს. 30-იანი წლების დასაწყისში ფრანგ მხატვარ-პეიზაჟისტთა ჯგუფი დასახლდა პატარა სოფელ ბარბიზონში, რომელიც პარიზთან ახლოს მდებარეობს (აქედან მოდის სკოლის სახელწოდება). ისინი ხატავდნენ სოფლის პეიზაჟებს. „ბუნება ხელოვნებისათვის ულევი მასალაა“, - ამტკიცებდა ბარბიზონის სკოლის მამამთავარი თეოდორ რუსო. იგი მოითხოვდა ბუნების ღრმა შესწავლას, ნატურიდან ზუსტი ესკიზების გაკეთებას, შემდეგ კი სურათებში მათ გადატანას. ბარბიზონელებისათვის ყველაფერი პოეზიის საგანი იყო: მოღრუბლული დღე, მოახლოებული ავდრის წინ გაყუჩებული ბუნება თუ მხვნელის მუქი სილუეტი დაბინდული ცის ფონზე. პეიზაჟებში თითოეული მათგანი თავისებურად წარმოსახავდა ბუნებას, თითოეულს ჰქონდა თავისი საკუთარი გამორჩეული თემა. ეს მხატვრები იყვნენ: ჟიულ დიუპრე, დიას დე ლა პენია, კონსტან ტროიონი, შარლ დობინი. ბარბიზონელთა ხელოვნებასთან ახლო იყო XIX ს. ერთ-ერთი უდიდესი პეიზაჟისტის კამილ კოროს შემოქმედება.


დიას დე ლა პენია. ტყის ბილიკი
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9