კა კე კი კლ კო კუ
კოლ კომ კონ კორ

კომპოზიცია

შერწყმა, შედგენა, შეერთება ცალკეული ნაწილისა ერთ მთლიანობაში რაიმე იდეის შესაბამისად.

ლიტერატურაში - ნაწარმოების აგება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება, მოვლენათა გადმოცემების თანმიმდევრობა. ერთ-ერთი ძირითადი მხატვრული ხერხი, რომლის საშუალებითაც მწერალი ახასიათებს მოქმედ პირებს, ასახავს სინამდვილის მოვლენებს ისე, როგორც მას აქვს გააზრებული.

სახვით ხელოვნებაში „კომპოზიციას“ ხშირად უწოდებენ თავად სურათს, როგორც ორგანულად მთლიანს. იგულისხმება, რომ მოცემულ შემთხვევაში ნახატი, ფერი და სიუჟეტი გამთლიანებულია. ასეთ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ჟანრს მიეკუთვნება სურათი და როგორი მანერითაა შესრულებული - მას უწოდებენ „კომპოზიციას“, როგორც ხელოვნების დასრულებულ ნაწარმოებს.

მუსიკაში კომპოზიციად იწოდება ნაწარმოების შეთხზვა, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება და ურთიერთდამოკიდებულება.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9