მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მელ მემ მენ მეს მეტ

მემუარები

ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც ავტორი იხსენებს და გადმოსცემს რეალურად მომხდარ მოვლენებს, მსჯელობს ობიექტურად, იძლევა ზუსტ თარიღებს, მოვლენებსა და მასში მონაწილე ადამიანების მკაფიო დახასიათებებს. ხშირად იბეჭდება მემუარები, რომლებიც მხოლოდ ფაქტობრივადაა საინტერესო, მაგრამ მისგან არსებითად განსხვავდება მემუარები, როგორც ლიტერატურული ჟანრის ნიმუში, რომელიც გაბედულად შეიძლება მივაკუთვნოთ მხატვრული ან დოკუმენტური პროზის სფეროებს. მემუარების ლიტერატურული მნიშვნელობა პირველად გამოიკვეთა XVIII ს-ში განმანათლებლების ეპოქაში, საკუთრივ, ადამიანისა და მისი ცხოვრების გარემოებებისადმი ინტერესის გაძლიერების გავლენით, მაგრამ განსაკუთრებული აღმავლობა XX ს. უკავშირდება.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9