ოდ ოპ ორ
ორა ორგ ორი ორკ

ორკესტრი

ბერძნ. orchestra ადგილი სცენის წინ ძველ ბერძნულ თეატრში
სხვადასხვა საკრავზე შემსრულებელ მუსიკოსთა დიდი კოლექტივი. შემადგენლობის მიხედვით არსებობს: სიმფონიური, სიმებიანი. სასულე და სხვა სახის ორკესტრები. ყველაზე მდიდარი და სრულყოფილი შემადგენლობისაა სიმფონიური ორკესტრი. მისი კლასიკური შემადგენლობა დაადგინა ჰაიდნმა XVIII ს-ის მეორე ნახევარში. სრულყვეს მოცარტმა, ბეთჰოვენმა და მსოფლიოს სხვა უდიდესმა მუსიკოსებმა.


ორკესტრი

სიმფონიურ ორკესტრში საკრავები ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა: I სიმებიან საკრავთა ჯგუფი - ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი; II. ხის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფი - ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი; III. ლითონის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფი - საყვირი, ვალტორნა, ტრომბონი, ტუბა; IV. დასარტყამ საკრავთა ჯგუფი - ლიტავრები, სამკუთხედი, თეფშები, დიდი და პატარა დოლი და სხვ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9