ფილმების, სპექტაკლების, საესტრადო-საკონცერტო პროგრამების, რადიო და სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი. რეჟისორის ხელოვნება ჩაისახა XIX-XX სს-ის მიჯნაზე; მანამდე მსოფლიო თეატრალური ხელოვნების მთელი ისტორიის განმავლობაში მსახიობებს სპექტაკლზე მუშაობაში ეხმარებოდა თვითონ დრამატურგი. საზღვარგარეთის თეატრის ისტორიაში ცნობილი დრამატურგი-დამდგმელები იყვნებ შექსპირი, ლოპე დე ვეგა, მოლიერი.
კორნელი სანაძე. კოტე მარჯანიშვილი პიესაზე მუშაობის დაწყებისას რეჟისორი განსაზღვრავს საკუთარ ამოცანას: რატომ დგამს მაინცდამაინც ამ, და არა სხვა სპექტაკლს, რის შესახებ სურს მისი საშუალებით მოუთხროს მაყურებელს, რაგვარი აზრი და გრძნობები შეიძლება აღეძრათ მათ და ა.შ. სპექტაკლის საფუძველია პიესა, რეჟისორის მიზანი მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მხოლოდ გადაიტანოს პიესა სცენაზე, არამედ „შთაბეროს“ მას ახალი სიცოცხლე. გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ასახული მოვლენების და, საერთოდ, სინამდვილისადმი. რეჟისორის უპირველესი ამოცანებია სპექტაკლის მხატვრული და მუსიკალური გაფორმება, მიზანსცენების აგება, უმთავრესი კი - მსახიობების შერჩევა და მათთან მუშაობა.
რეჟისორი რობერტ სტურუა სპექტაკლზე მუშაობა სამ სარეპეტიციო ეტაპად იყოფა: 1. „სამაგიდო“, როდესაც მსახიობები მაგიდასთან ეცნობიან პიესის შინაარსს, გმირებს, რეჟისორის ჩანაფიქრს. ხდება გმირების დახასიათება, მათ ურთიერთობებზე, დაპირისპირებებზე მსჯელობა, საჭირო ინტონაციების, ქცევების, ჟესტების შერჩევა, საერთო ანალიზი; 2. დროებით, სასცენო გარემოში (სარეპეტიციო ოთახში) მუშავდება მიზანსცენები; 3. დასკვნითი ეტაპი - რეპეტიციები მთავარ სცენაზე.აქ უკვე ერთიანდება მსახიობთა თამაში, ცალკეული მიზანსცენები, დეკორაციების, მუსიკალური გაფორმების, განათების და ა.შ. გადაწყვეტა და იბადება მხატვრული ნაწარმოები, რომელსაც სპექტაკლი ეწოდება.