რა რე რი რო
როკ რომ რონ

რომანსი

უსიკალურ-პოეტური სოლო ვოკალური ნაწარმოები ფორტეპიანოს (იშვიათად, გიტარის) თანხლებით. თავდაპირველად, შუა საუკუნეებში, ესპანეთში „რომანსს“ უწოდებდნენ ყველა ყოფით სიმღერას, რომელიც სრულდებოდა ესპანურ და არა ლათინურ ენაზე, როგორც წესი, ეპიკურ ტექსტზე. XVI ს-დან რომანსი იძენს, ძირითადად, სატრფიალო, ლირიკულ ან სახუმარო შინაარსს. კუპლეტური ფორმის სიმღერასთან შედარებით, რომანში გამოიყენება უფრო რთული მუსიკალური კომპოზიციები და გამომსახველობითი ხერხები, დეკლამაცია, სამეტყველო ინტონაციები. ფორტეპიანოს ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მუსიკალური თანხლებით, არამედ იგი აქტიურად მონაწილეობს მხატვრული სახის შექმნაში, რომანსი დღესაც პოპულარულია, ვინაიდან გადმოსცემს რომანტიკული ადამიანის სულიერ განცდებს, მის შინაგან სამყაროს. რომანსის უდიდესი ოსტატები იყვნენ შუბერტი, ბრამსი, გრიგი, გლინკა, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, ასევე ქართული მუსიკის კლასიკოსები: მ. ბალანჩივაძე, ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი. ცალკე აღნიშნავენ რუსული რომანსის წამყვან როლს ამ ჟანრის ნიმუშებში და არანაკლები წარმატებით - რუსული რომანსის შემსრულებლებს.


ვ. ბოროვიკოვი. გაგარინების პორტრეტი
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9