სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სურ

სურათი

ფერწერის დაზგური ნაწარმოები, რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. ეტიუდისა და ესკიზისაგან განსხვავებით, სურათი წარმოადგენს დასრულებულ ნაწარმოებს, მხატვრის დაკვირვებების, მისი ფიქრებისა და შეხედულებების, ხანგრძლივი მუშაობის შედეგს. ქმნის რა სურათს, მხატვარი ეყრდნობა ნატურას, მაგრამ ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს შემოქმედებითი წარმოსახვა. სურათის, როგორც სიუჟეტურ-თემატური ხასიათის ნაწარმოების საფუძველს შეადგენს მნიშვნელოვანი ისტორიული თუ სოციალური მოვლენების, ადამიანთა აზრებისა და ემოციების, მოქმედებების, დამოკიდებულებების გამოსახვა მრავალფიგურიან რთულ კომპოზიციებში.


ლადო გუდიაშვილი. ლეგენდა თბილისის დაარსებაზე

სურათის საფუძველს შეიძლება შეადგენდეს ტილო, მუყაო, ფანერა, ხის ან მეტალის დაფა, პლასტიკატი, ქაღალდი და ა.შ., რაზეც ხდება გრუნტისა და საღებავების ფენის დადება. უდიდეს ფერმწერთა მიერ შესრულებული სურათები ზოგადსაკაცობრიო კულტურის მონაპოვარს შეადგენს.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9