ფა ფე ფლ ფო ფრ ფს
ფერ ფეს

ფესტივალი

ლათ. მხიარული, სადღესასწაულო
სადღესასწაულო ღონისძიება, მიძღვნილი ხელოვნების რომელიმე სახისადმი. თეატრალური ფესტივალების საწყისი, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ოლიმპიური თამაშების, შემდგომ, შუა საუკუნეებში ტრუბადურებისა და მინეზინგერების შეჯიბრებებიდან მოდის. ევროპაში ფართოდ გავრცელდა XVIII ს-ის დასასრულს. თავდაპირველად ატარებდა საზეიმო მსვლელობების, განსაზღვრული მოვლენებისადმი მიძღვნილი მასობრივი თეატრალიზებული წარმოდგენების სახეს. XIX ს-ის დასაწყისში, რომანტიკოსთა ინტერესის გაღვივებამ შუა საუკუნეების ეპოქისადმი გარკვეული ბიძგი მისცა თეატრალური და მუსიკალური ფესტივალების ჩატარების იდეას. გერმანიის ქალაქ ბაიროითში რიჰარდ ვაგნერის საოპერო ტეტრალოგიის დადგმით აღინიშნა ფესტივალის დაბადება, თუმცა ცნობილია, რომ 1809 წელს, ლონდონში გაიმართა „საეკლესიო მუსიკის ფესტივალი“. რაც შეეხება საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიას, მას საფუძველი ჩაეყარა 1932 წ., იტალიის ქალაქ ვენეციაში.


ნიუ-იორკის კინოფესტივალის დირექტორი მაიკლ კუცი ქართული მხატვრული ფილმის „ფიროსმანის“ დამდგმელ რეჟისორს გიორგი შენგელაიას გადასცემს ფესტივალის დიდ პრიზს - „ოქროს ჰიუგოს“

სადღეისოდ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალები ხელოვნების ყველა სფეროში. ასე, მაგ., ხალხური და პროფესიული მუსიკის (საოპერო, საგუნდო, საესტრადო და ა.შ.), კინოხელოვნების (მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, მხატვრული, საბავშვო) და სხვა ჟანრის ფესტივალები.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9