ფა ფე ფლ ფო ფრ ფს
ფლე

ფლეიტა

სიმფონიური ორკესტრის ხის ჩასაბერთა ჯგუფის საკრავი. თანამედროვე განივი ფლეიტა ორკესტრში დამკვიდრდა XVIII ს-დან. XIX ს-ში რეკონსტრუქციის შედეგად გაგანიერდა და ერთ რიგზე დამწკრივდა ხვრელები, გაუკეთდა სარქვლები, თანამედროვე ფლეიტა მზადდება მაგარი ხის ჯიშებისაგან (შავი ხე, ქოქოსის პალმა) ან მელქიორისაგან. სარქვლები ორივე შემთხვევაში ლითონისაა (მელქიორის). ფლეიტა ლაბიალური (სატუჩე) საკრავია, სატუჩე გვერდით აქვს, ამიტომაც იკავებენ მას განივად. ტექნიკურად ძალიან მოქნილია, ვირტუოზული. კომპოზიტორები ხშირად წერენ ამ საკრავისათვის სოლო პარტიებს. ფლეიტის ნაირსახეობაა პატარა ფლეიტა ანუ პიკოლო, რომელსაც მაღალი, გამჭვირვალე, მსტვინავი ხმა აქვს.


კლოდ მონე. ფლეიტისტი
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9