ფა ფე ფლ ფო ფრ ფს
ფოლ

ფოლკლორი

ინგლ. folk-lore ხალხური სიბრძნე
ხალხური შემოქმედება, ხალხის სულიერი ცხოვრების ამსახველი ხელოვნება, ყველა სახის პროფესიული ხელოვნების სათავე. პირველად ტერმინი გამოიყენა ინგლისელმა არქეოლოგმა უ.ჯ. ჯონსმა, 1846 წელს.

ფოლკლორის ნიმუშები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერი სახით, თანდათანობით იხვეწებოდა და აღწევდა მაღალმხატვრულ დონეს. ფოლკლორის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: ანონიმურობა, კოლექტიურობა, ვარიანტულობა, იმპროვიზაციულობა. ყველა სფეროში გამოირჩევა ჟანრების, მხატვრული სახეებისა და გამომსახველობითი საშუალებების მრავალფეროვნებით. ფოლკლორის შემსწავლელ მეცნიერებას ფოლკლორისტიკას უწოდებენ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9