ჯა
ჯაზ

ჯაზი

უსიკალური ჟანრი, რომელიც წარმოიშვა XX ს-ის დასაწყისში, ამერიკაში. მისი სათავეები ზანგური ხალხური მუსიკის იმპროვიზაციულ ფორმებში მოიძიება. ჯაზის წინამორბედებია - რეგთაიმი და ბლიუზი. ნიუ-ორლეანში შექმნილ ზანგურ სასულე ორკესტრებში გამომუშავდა ჯაზური მუსიკის შესრულების განსაკუთრებული მანერა. XX სს-ის 20-იანი წლებიდან ჯაზი თანდათანობით გავრცელდა ევროპასა და შემდგომ მთელ მსოფლიოში. ჯაზურ სტილებს მიეკუთვნება ე.წ. „დიქსილენდი“, დაფუძნებული კოლექტიურ იმპროვიზაციაზე (ლუი არმსტრონგი); „ჩიკაგოს ჯაზი“, რომლისთვისაც დამახასიათებელია სოლო (მეტწილად - საქსოფონის) ვირტუოზული იმპროვიზაციები (დიუკ ელინგტონი), რამაც საფუძველი ჩაუყარა კლასიკურ ჯაზს და სხვ. საკრავიერ ანსამბლს (ორკესტრს), რომელიც ჯაზურ მუსიკას ასრულებს, ჯაზ-ბენდს უწოდებენ. ჯაზისა და სიმფონიური მუსიკის ელემენტების შერწყმის შედეგად შეიქმნა სტილი „სიმფო-ჯაზი“, რომლის ბრწყინვალე წარმომადგენელიცაა ჯ. გერშვინი („რაფსოდია ბლიუზის სტილში“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9