ჰა ჰი ჰო
ჰაბ

ჰაბანერა

ხალხური ცეკვა, რომელიც წარმოიშვა კუნძულ კუბაზე, შემდგომ კი გავრცელდა ესპანეთში. აქვს ნელი ტემპი, ორწილადი ზომა, დამახასიათებელი რიტმული ფიგურა. სრულდება სიმღერის თანხლებით. საცეკვაო მოძრაობებს აქვს იმპროვიზაციული ხასიათი. ფართოდ გამოიყენება პროფესიულ მუსიკაში (მაგალითად, ჟორჟ ბიზეს ოპერაში - „კარმენი“).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9