ბა ბე ბლ ბო ბუ
ბოლ

ბოლერო

ესპანური (წყვილთა) ცეკვა წარმოიშვა XVIII ს-ის დასასრულს. სრულდება გიტარის აკომპანიმენტის, ზოგჯერ კი სიმღერის თანხლებით. მისთვის დამახასიათებელი რიტმული სურათი ხაზგასმულია კასტანიეტების კაკუნით. XIX საუკუნის დასაწყისიდან ბოლერო ცნობილია საბალეტო სცენაზეც. იგი ხშირად გამოიყენება პროფესიულ მუსიკაში (მორის რაველის „ბოლერო“ სიმფონიური ორკესტრისათვის და სხვ.).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9