ჰა ჰი ჰო
ჰობ

ჰობოი

ხის ჩასაბერი საკრავი. აქვს კონუსური მილი 20-მდე ხვრელითა და სარქველით. საკრავის ბოლოში ყელმილი ფართოვდება და ძაბრის ფორმას ღებულობს. ჰაერის ჩასაბერად დამაგრებული აქვს ლერწმის ორმაგი ენაკი ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული ორი თხელი ფირფიტისაგან, რომელთა შუაში ჩაბერვისასაც აღწევს ჰაერის წვრილი ნაკადი. ჰობოის აქვს ძლიერი, მღერადი ტემბრი. ხშირად აკისრებენ სოლო პარტიასაც (მაგ., ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ შესავალი).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9