ბა ბე ბლ ბო ბუ
ბალ ბარ ბატ

ბატალური ჟანრი

სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ომის, ბრძოლების, ლაშქრობების თემებს, საბრძოლო ცხოვრების ეპიზოდებს. ძირითადად იგი ფერწერისთვისაა დამახასიათებელი, ნაკლებად - გრაფიკისა და ქანდაკებისათვის.

ბატალური ჟანრი შეიძლება სხვა ჟანრთა - ყოფითის, პორტრეტის, პეიზაჟის, ანიმალისტურის (მხედართა გამოსახვისას), ნატურმორტის (იარაღისა და სამხედრო ცხოვრების სხვა ატრიბუტთა გამოსახვისას) ელემენტებსაც მოიცავდეს.

ბატალურმა ჟანრმა ჩამოყალიბება დაიწყო აღორძინების ეპოქაში, მაგრამ აღმავლობა XVII-XVIII სს-ში განიცადა (ველასკესი, რემბრანდტი, პუსენი და სხვ.). განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა ომის ტრაგედია XIX ს. I ნახევრის რომანტიზმის პერიოდში (გოია, დელაკრუა და სხვ.).

მხატვარი - ბატალისტები გადმოსცემენ ბრძოლისათვის გმირულ მზადყოფნას, ადიდებენ სამხედრო გმირობას, მამაცობას, გამარჯვების ზეიმს, ზოგჯერ კი ამხელენ ომის ანტიადამიანურ არსს, გმობენ მას (პიკასო, „გერნიკა“).


ლადო გუდიაშვილი. კრწანისის ბრძოლა
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9