იგ ილ იმ ის იუ
ისტ

ისტორიული ჟანრი

სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენათა ასახვასთანაა დაკავშირებული, ძირითადად, ისტორიულ წარსულთან, თუმცა შეიძლება წარმოადგინოს არცთუ შორეული მოვლენებიც, რომელთა ისტორიული მნიშვნელობაც აღიარებულია თანამედროვეთა მიერ.

ისტორიული ჟანრი ხშირად ერწყმის სხვა ჟანრებს: ყოფითს, პორტრეტულს, განსაკუთრებით კი, ბატალურს, როდესაც ასახულია ისტორიული ბატალიები, მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი ბრძოლები და სამხედრო - პოლიტიკური ხასიათის სხვა მოვლენები. აღნიშნული ჟანრის ნაწარმოებები ხელოვნების ყველა სფეროშია შექმნილი.


ლადო გუდიაშვილი. მეთორმეტე საუკუნე
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9