აალება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასანთის აალება

აალება – ალის გაჩენის პროცესი, რომელიც გამოწვეულია ხახუნით, გავარვარებული საგნის შეხებით, ელექტრობით, ქიმიური რეაქციით, მაღალი ტემპერატურით, გამოსხივებით და სხვა ფიზიკური მოვლენით. აალებას, გარეგანი სითბოს წყაროს გარეშე თვითაალება ჰქვია. აალების უნარი აქვს საწვავი აირების ნარევებს: მეთანისა და ჰაერის ან ჟანგბადის, ბენზინის ორთქლისა და ჰაერის, წყალბადისა და ჟანგბადის, წყალბადისა და ქლორის და სხვ. სითხეების აალებას წინ უსწრებს სითხის აორთქლება და ორთქლის ჰაერთან შერევა. იწვის არა სითხე (სპირტი, ბენზინი), არამედ მისი ორთქლი. ტემპერატურას, რომელზეც გახურებულ ზედაპირთან კონტაქტში მყოფი ნივთ- იერება აალდება, აალების ტემპერატურა ეწოდება. არსებობს აალების სახეები: აირნარევის, მუხტის, მყისი, ნაადრევი, ნარევის და სხვ.






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები