ააფსთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ააფსთა — ხეობა. ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში აფხაზთა ადრეული წინაპრების დასახლების ფორმა ნახევრად მომთაბარულ-მესაქონლური სადგომი იყო, რომელიც ქართულ და უცხოურ წყაროებშია დაფიქსირებული. მათი წნული საცხოვრებლები წრიულად მდგარა, დახურული ყოფილა ლელქაშით. წრიულად მდგარი საცხოვრებლები ყოველი მხრიდან წნული კედლებით ყოფილა შემოსაზღვრული. ჟან ბატისტ ტავერნე (XVII ს.) და პალასი (XVIII ს.) წერდნენ, რომ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული ეთნიკური ჯგუფები საცხოვრებლად რომელიმე მაღლობ ბორცვს ირჩევდნენ. წრიულად ან ოთხკუთხად გვერდიგვერდ, ხის წნულ სახლებს დგამდნენ, რომ შიგნით მოქცეული სივრცე სასაქონლე ეზოსთვის გამოეყენებინათ. გარშემო ძველებურად, წნულ ღობეს ავლებდნენ და მხოლოდ ერთ ჭიშკარს უკეთებდნენ. მოვლენათა თანდათანობით განვითარების ფონზე მოსული და დამხვდური მოსახლეობის შერევა-ინტეგრაციის შედეგად აფხაზებისათვის დასახლება ქართული, „ხუტორული“ ტიპი დამკვიდრდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები