ააძარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ააძარა — გაზრდა, აღზრდა, მამამძუძეობა. როგორც ჩანს, აფხაზებს მამამძუძეობის ჩვეულება ფეოდალურ საქართველოში, ქართველებთან კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საფუძველზე უნდა აეთვისებინათ.

ტერმინები: მამამძუძე აბაძძეჲ (აბ „მამა“, აძძეჲ ძვ. ქართ. ძიძაჲ), დედამძუძე - ანაძძეჲ (ან „დედა“, აძძეჲ ძვ. ქართ. ძიძა). ბზიფის აფხაზებში გავრცელებული იყო ზოგადი ტერმინი ააძარა. აბჟუელ აფხაზებში მამამძუძეობის ინსტიტუტის აღსანიშნავად იხმარებოდა ახშათრა (ახშ „რძე“) ე.ი. „რძით ნათესაობა“.


წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები