აბაზასძე ნავროზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაზასძე ნავროზ - ამირეჯიბი და ამირახორი XIII ს-ის დამლევს. სავარაუდოდ, ჭილა აბაზასძის შვილი ან ძმა. ამ თანამდებობით მოიხსენიება იგი 1297 წ. დავით VIII-ის მიერ ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიაშვილისათვის მიცემულ წყალობის დაწერილში. მონღოლების მხარდაჭერით გამეფებულმა ვახტანგ III-მ იგი დაამცრო და მისი მამული შალვა ქვენიფნეველს უბოძა, რის შემდეგაც ნავროზი სპარსეთში წასულა.


წყაროები

ქისკ 1984: 183-1185; ჟამთააღმწერელი 1959: 444.

იხილე აგრეთვე

აბაზასძენი

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები