აბვერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბვერის რადისტი, 1939

აბვერი - (გერმანული abvehr - თავდაცვა), გერმანიის სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანო 1919-44. განკუთვნილი იყო გერმანიის სამხედრო მზადების გასაიდუმლოებისთვის. ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, გერმანიის შეიარაღებულ ძალებში და სამხედრო წარმოებაში უცხო ქვეყნის აგენტურის გამოსავლენად.

აბვერის სადაზვერვო და ძირგამომთხრელმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ფაშისტური აგრესიის წარმატებას აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ბრძოლაში. 1944 სსრ კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის წარუმატებლობის გამო აბვერი დაიშალა. მისი განყოფილებები შევიდა იმპერიის უშიშროების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები