აბიათარ მღვდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბიათარი - აბიათარ მღვდელი, ურიაყოფილი, (IV ს.), წმინდა (ხსენების დღე 1/14 ოქტომბერი), წმ. ნინოს თანამედროვე. იერუსალიმიდან საქართველოში უფლის კვართის ჩამომტანი მცხეთელი ებრაელის, ელიოზის, პირდაპირი შთამომავალი. ქართველთა განმანათლებლის ქართლში მოსვლის დროს ის იყო მცხეთელ ებრაელთა რაბინი. თავის ასულ სიდონიასა და მთელ ოჯახთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა „ნათელ-იღო ხელსა შინა ნინომსა“. აბიათარს მიეკუთვნება წმ. ნინოს „ცხოვრების“ მე-12 (იბ) თავი.

მ. სურგულაძე

წყარო

„მოქცევაი ქართლისაი“, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ი. აბულაძის რედ., თბ., 1963.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები