აბიფარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბიფარა – პატრონიმია (მამაშვილობა). ერთი რეალური წინაპრისაგან წარმოშობილი ხუთი, ექვსი და ზოგჯერ მეტი თაობის აგნატ ჯგუფებს მოიცავდა. ერთი დიდი ოჯახის გაზრდისა და სეგმენტაციის შედეგად წარმოიშობოდა. დამახასიათებელი იყო მკაცრად დაცული ეგზოგამია, რიგი ერთობლიობის ნიშანი სოციალურ, მეურნეობრივ და იდეოლოგიურ სფეროში, ტერიტორიულად კომპაქტური განსახლებით.

პატრონიმიულ ორგანიზაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა საზოგადოების ბუნების განსაზღვრაში. მას ექვსი ძირითადი კომპონენტის არსებობა აყალიბებდა:

ა) აღმავალი ხაზით IV-V თაობამდე კარგად დაცული და უეჭველი გენეალოგია, რომელიც ნათესაური ურთიერთობის სიახლოვესა და აქედან გამომდინარე ქცევის ტრადიციულ ვალდებულებათა და მოვალეობათა ნორმებს განსაზღვრავდა;
ბ) მამისეული სახლის მეზობლად, ტერიტორიული კომპაქტური განსახლება;
გ) ოჯახის გაყოფისას საოჯახო ქონების ზოგიერთი ობიექტის განაყარ ოჯახთა საერთო სარგებლობაში დატოვება;
დ) მეურნეობრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროში ინტერესების ერთიანობა; ურთიერთდახმარების ფორმები;
ე) ზოგი დღეობა-დღესასწაულის ერთობლივად გადახდის პრაქტიკა;
ვ) აბიფარას სახელდების ამოსავალი დიდი ოჯახის ეპონიმი იყო.

პატრონიმიული ორგანიზაციის სტრუქტურის სრულფასოვან ხაზს მემკვიდრეობითი და ნათესაური შემადგენლობა აყალიბებდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები