აბნალარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ბნალარა (აფხ. Абналара – „ტყეში გაქცევა“) – დამნაშავის მიერ წმინდა ტყეში (კორომში) გასვლა თავშესაფრისა და ხელშეუხებლობის უფლების მოპოვების მიზნით. ტერმინს პირველად ყურადღება მიაქცია ი. შიფნერმა, რომელმაც იგი ჩვეულებითი სამართლიდან კარგად ცნობილ droit d’ asile-ს (თავშესაფრის უფლებას) დაუკავშირა.

აღნიშნული ჩვეულება წმინდა ტყეების, კორომების, როგორც საკრალური სივრცის და მასში არსებული საგნების (მათ შორის ადამიანის) ხელშეუხებლობის რწმენიდან მომდინარეობს. თავშესაფრის უფლების მოპოვების მიზნით წმინდა ტყეში გასვლა, როგორც ჩანს, კავკასიის ხალხებში ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო. კ. გლავანის ცნობით, დანაშაულში (მათ შორის მკვლელობაში) ეჭვმიტანილი ჩერქეზი მამაკაცები და ქალები თუ წმინდა ტყეს შეაფარებდნენ თავს და რომელიმე ხეზე ჩამოკიდებულ (შეწირულ) ქსოვილის ნაჭერს ყელზე შემოიხვევდნენ, სასჯელისაგან თავისუფლდებოდნენ. საინტერესოა გადმოცემები ერთ-ერთი ჩერქეზი მხედართმთავრის, ინალის შვილიშვილზე – ხეთაგზე, რომელთანაც დევნის დროს წმინდა კორომი თავად მივიდა და შეიფარა იგი. მოგვიანებით აღნიშნული ჩვეულება კლასობრივი ბრძოლის პასიური ფორმის გამოხატულება ხდება.


ლიტერატურა

  • J. Schiefner. Abchasiche Studien, Mém. de l’tcad. de sciences de St. – Peterb., VIII série, t. VI, №12;
  • Е. Г. Вейденбаум. Кавказские этюды. Тф., 1901;
  • К. Главани. Описание Черкесии // СМОМПК. Тф., 1893. Вып. XVII.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები