აბორდაჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანური ფრეგატა „ესმერალდას“ აბორდაჟი, 1820

აბორდაჟი - (ფრანგული abordage - ბორტით მიდგომა), ბრძოლის წარმოების ფორმა ნიჩბიანი და იალქნიანი ფლოტების პერიოდში. იგი გულისხმობდა ხელჩართულ ბრძოლაში შემტევი ხომალდის მიერ მოწინააღმდეგის ხომალდის გადაჭდობით ხელში ჩაგდებას.

შემტევი სამხედრო გემი ბორტით მიადგებოდა მტრის გემს, ჭანგებით გადაებმებოდა მას, მეზღვაურები მოწინააღმდეგის გემბანზე გადავიდოდნენ და იმართებოდა ხელჩართული ბრძოლა.

ტარანულ დარტყმასთან ერთად აბორდაჟი XIX საუკუნემდე საზღვაო ბრძოლის ტაქტიკის საფუძველს წარმოადგენდა. ორთქლმავალი ფლოტის გამოჩენისა და სახომალდე არტილერიის განვითარების შემდეგ მან თავისი მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა დღემდე გამოიყენება სანაპირო დაცვის ძალების მიერ კონტრტერორისტული და კონტრკრიმინალური მოქმედებების დროს.





წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები