აბრი პური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრი პური – ზემოიმერული დიდი ზომის რიტუალური პური, აცხობდნენ ახალ წელს.

აბრი პურს საახალწლო სუფრის შუაგულში დადებდნენ, გარშემო კი მრგვალად მოხარშულ ქათამს, ღორის თავს, ხილს, კვახს, ნიგოზს, ბასილასა და სხვა პურ-კვერებს შემოუწყობდნენ. დიასახლისი თაფლში ამოვლებული აბრი პურის ნაჭრებს ოჯახის წევრებს შეაჭმევდა და ახალი წლის დადგომას მიულოცავდა. კალათში ჩაწყობილი აბრი პური და სხვა პურ-კვერები ოჯახის მისაკვლევი იყო და თავისი ფუნქციით დასავლურ-ქართული ჩიჩილაკის, რაჭულ-ლეჩხუმური „სამკლოვიარო გვერგვის“, ქართლური „აბრამიანის“, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა „საკვლევარისა“ და საქართველოს სხვა კუთხეების საახალწლო ხონჩების ანალოგიას წარმოადგენდა;

აბრი პურის იდენტური იყო სვანური დიდჯვრიანი ბედის პური, რომელზედაც მეკვლე ყველს, მოხარშულ ხორცს, პურს, თაფლსა და ვერცხლის ფულს დააწყობდა და ახალწლის შემოსვლას უფროსობის რიგის დაცვით ოჯახის ყველა წევრს მიულოცავდა.


ლიტერატურა

ლ. დადუანი. შობა-ახალწელიწადი სვანეთში // ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე. თბ., 1973, გვ. 19;
ჯ. რუხაძე. ხანი იმერეთის ხევსურეთია. თბ., თბ., 1989;
გ. გოცირიძე.საახალწლო ხონჩა // ძეგლის მეგობარი. № 1. თბ., 1988, გვ. 60-65.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები