აბუსერიძე აბუსერ (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბუსერ (II) აბუსერიძე - არტანუჯის ერისთავი XI ს-ის ბოლო მესამედი. არტანუჯის ციხის დაკარგვის შედეგად აბუსერისძეთა სამფლობელო შემცირებულა. ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობის შემდეგ კი, არტანუჯი ბაგრატ IV-მ დაიჭირა, ხოლო აბუსერიძეთა კუთვნილი ციხისჯვარი სულა კალმახელს უწყალობა. როგორც ჩანს, არტანუჯის საერისთოდან აბუსერისძეებს დარჩენიათ მხოლოდ ხიხანი. ისინი იგულისხმებიან ვერნების ეკლესიის XI ს-ით დათარიღებულ წარწერაში: „ქრისტე, ადიდენ ერისთვთ-ერისთავნი გრიგოლ და აბუსერი და გიორგი და შვილნი მათნი: გიორგი, ზაქარია“. წარწერაში მოხსენიებულ გრიგოლ ერისთავს აიგივებენ გრიგოლ (I)-თან, რომლის მომდევნოდ არტანუჯის ერისთავი უნდა ყოფილიყო აბუსერ (II). არტანუჯის ერისთავთა კიდევ რამდენიმე თაობის სახელია შემორჩენილი 1233 წ-ის აბუსერისძე-ტბელთა საგვარეულო მატიანეში. მათ შორის რამდენიმე (ივანე (II), აბუსერ (III), ვარდანი) ერისთავთ-ერისთავის წოდებით მოიხსენიებიან.



ლიტერატურა

  • მუსხელიშვილი 1941: 20;
  • ოთხმეზური 1981: 115;
  • ბახტაძე 2003: 268.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები