აბუსხველათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბუსალათინი

აბუსხველათი − ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისა, მცენარე აჭარის მდელოებში. აბუსხველათი, იგივეა, რაც აბუსალათინი. ქიზიყში აბუსხველათი − „ტკიპა ლობიოა”, ქართლში − „ზეთის ლობიო”, იმერეთში _ „გენაგერჩაგი”, გურიაში − „ჯულაბი”.

აქვს სწორმდგომი, დატოტვილი ღრუ ღერო, ფოთოლი − თათისებრ-დაყოფილი და დაკბილულ-კიდეებიანია. მტევნისებრ ყვავილედში ცალსქესიანი ყვავილები ზის. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია, ზოგჯერ, ქაცვით დაფარული.

აბუსხველათის − აბუსალათინის თესლის გული ცხიმოვან ზეთს შეიცავს, თესლსა და კოპტონში შხამიანი ნივთიერება − რიცინიაა მოთავსებული. აბუსალათინის ზეთს ტექნიკასა და მედიცინაში იყენებენ. ცნობილი აბუსალათინის ზეთის გარეშე ნებისმიერი ნორმალური აფთიაქის არსებობა, ასევე, ლაკ-საღებავებისა და, საერთოდ, ქიმიური მრეწველობა წარმოუდგენელია.

აბუსალათინის კოპტონი აზოტს, ფოსფორმჟავას შეიცავს. მას სასუქადაც იყენებდნენ. ზომიერი ჰავის ქვეყნებში აბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ერთწლოვანი, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში კი − მრავალწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ. აბუსალათინის სამშობლოა აფრიკა. საქართველოში იგი ყარაიაში იყო გავრცელებული.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები