აგარძგან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგარძგან
1. ბოტის ტყავისგან გაკეთებული ღვედი ერთ ბოლოზე რკინის რგოლით. ღვედს ტვირთის ზურგზე მოსაკიდებლად ხმარობდნენ.
2. ქამარზე ჩამოკიდებული ღვედი, სიგრძით 4 და მეტი მეტრის, დახვეული. თარეშის დროს ტყვის შესაკრავად.

ტყავის ვიწრო ნაჭერი, საღვედე. ეს იყო ჯილდო ნადირობის დროს პირველი ნადირის მოკვლის პირველი მიმლოცველისათვის. როცა ვინმე პირველი მოკლავდა ცხოველს, იგი სიხარულს სიმღერით გამოხატავდა და ნაჩუქარი ნადავლის გამო ნადირთა მფარველ აჟვეიფშაას მადლიერებით მოიხსენიებდა. მწყემსები ამ სიმღერის გაგონებაზეწარმატებულ მონა-დირესთანსწრაფად მირბოდნენ. პირველი, ვინც მონადირესთან მიირბენდა და გამარჯვებას მიულოცავდა, ჯილდოვდებოდა მოკლული ცხოველის ტყავით. ეს ტყავი მას ქამრად, ან ტვირთის საზიდ ღვედად შეეძლო გამოექნა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები