აგვარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგვარა (აგοარა) - „შემოღობილი ეზო“. აბჟუაში ეს იყო სამეურნეო ეზო, ხოლო ბზიფის აფხაზეთში მოცემული ტერმინი სინონიმი იყო ტერმინებისა აშთა და აგვარფ-ის. აფხაზები საკარმიდამო ეზოს უკანა ნაწილში, დიდი სახლისა და ამჰარების უკან, სამეურნეო ტერიტორიას ღობავდნენ წინა ეზოსგან. შემოღობილში იდგა ყველა სამეურნეო ნაგებობა. სადგომები საქონლისათვის (საზამთრო ნაგებობები და საზაფხულო, გადაუხურავი ტერიტორია), სასიმინდე, საკუჭნაო, ფარდული შრომის იარაღებისათვის, სათივე, საქათმე და სხვ. სამეურნეო ეზოში კეთდებოდა ბაღ-ბოსტანი. ხოლო სამეურნეო ეზოს ღობის გარეთ იწყებოდა სახნავ-სათესი ტერიტორია. აფხაზური წარმომავლობის ტერმინი აგვარა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მეზობელ მხარეებშიც: სამეგრელოში, ქვემო იმერეთში.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები