აგიზმალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-გჷზმალ-ი (აფხ. Агызмал)მაქცია. აფხაზების წარმოდგენით, ზოგიერთ ადამიანს აქვს მეორე სული, რომელიც ცხოველის სახით ან ცხოველზე (კატა, მგელი, ტურა, მამალი) შემჯდარი დროდადრო ხეტიალობს და ადამიანისა და საქონლისათვის მავნებლობა მოაქვს (შეუძლია ძუძუებიდან რძე გამოსწოვოს, ამოგლიჯოს გულ-ღვიძლი და სხვა ორგანოები). აფხაზთა რწმენით, ასეთი ადამიანი (ხშირად ქალი) სოფელში რამდენიმეა. ისინი შეიძლება სახლშიც იყვნენ და იმავდროულად თავიანთ უფროსთან, რომელთანაც ნადავლი მიაქვთ.

როგორც ჩანს, წარმოდგენები მეორე სულზე არის ტრანსფორმირებული შეხედულებები ე.წ. "გარეთა სულზე", რომელსაც მრავალ ხალხთა შორის ქართველებიც იცნობდნენ.


ლიტერატურა

  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // ЗКОРГО. 1894. Т. XVI;
  • С.З. Агызмал // Мифы народов мира. т. I. М., 1980; პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888. №181;
  • ს. ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. აფხაზურიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და ა. არაბულმა. თბ., 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები