აგრუა აგირვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგრუა აგირვა (აგჷრა) - 1. მეგრელი (ქართ.) 2. ტყვე. 3. მოჯალაბე. XV საუკუნეში საქართველოში და კერძოდ, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებული ფეოდალური ყოფა იყო. ფეოდალების ოჯახებს, ცხადია (ქართველი) მეგრელი, როგორც მებეგრე, ისე მოჯალაბეებიც ჰყავდათ. მაგრამ, ამ დროიდან ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებულმა აფხაზების წინაპრებმა, ისინი თარეშისა და ძარცვის გამო აიძულეს საკუთარი სახლები და ფეოდალებიც მიეტოვებინათ და ქვეყნის შიგნით გადასახლებულიყვნენ. ამის შედეგად, აფხაზეთში ფეოდალიზმი დასუსტდა. ფეოდალებს მებეგრე გლეხები და მოჯალაბეები შეუმცირდათ. ჩრდილო კავკასიელი თავისუფალი მეთემეები, მეგრელებს თავს ესხმოდნენ, ტყვეებად მიჰყავდათ. სწორედ ამის შედეგად გაჩნდა ტერმინი აგრუა, რომელიც ტყვის აღმნიშვნელად იხმარებოდ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები