აგუნიჰვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-გუნჷჰვა (აფხ. Агәныҳәа) — „გულის ლოცვა“, რომელსაც აფხაზები, ერთი ცნობით, შობა დილით (ნ. ჯანაშია), მეორეთი — ახალწლის დილას (ს. ზვანბა) ასრულებდნენ. ოჯახის ყოველი წევრისთვის ამზადებდნენ ე.წ. აკვაკვარებს (კვერებს), რომლებშიც ნაჭუჭგაცლილ მოხარშულ კვერცხებს დებდნენ. ოჯახის უფროსი ამ კვერს თითოეულ წევრს გულზე მიადებდა და ღმერთს მის ჯანმრთელობასა და გულის დაავადებისაგან დაცვას შესთხოვდა. ლოცვის დამთავრების შემდეგ ყველა თავის წილ კვერს შეჭამდა.


ლიტერატურა

С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;

  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // ЗКОРГО. Тф., 1894. Т. XVI;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები