ადარნასე I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადარნასე I - (გ. დაახლ. 867/69), აშოტ I დიდის უფროსი ძე, ქართველ ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს მამამთავარი. ბაგრატ I კურაპალატისა და გვარამ მამფლის ძმა და თანამმართველი. ძმებთან ერთად იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. ადარნასე I დაეუფლა მამის ძირითად სამფლობელოს – შავშეთ-კლარჯეთსა და მის ცენტრს — არტანუჯს. ადარნასე I-ის შთამომავლები, მისი სახლის უფროსი წარმომადგენლები, იწოდებოდნენ „კლარჯ ხელმწიფეებად“ და „არტანუჯელებად“.


ლიტერატურა

  • გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ი. აბულაძის რედ., თბ., 1963.
  • თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1949, ნაკვ. 27.

იხილე აგრეთვე

ადარნასე I

Logo1.JPG ადარნასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები