ადარნასე II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადარნასე II - ქართველთა მეფე (888-897/899-923), ძე დავით I კურაპალატისა, შვილიშვილი აშოტ I დიდი კურაპალატისა, ტაოს ბაგრატიონთა შტოს შთამომავალი.

881 წელს აშოტ I-ის შვილიშვილმა, გუარამ მამფლის ძე ნასრამ, ადარნასე II-ის მამა დავით I კურაპალატი მოკლა მმართველობის ხელში ჩაგდების მიზნით. ამტყდარ შიდაფეოდალურ ბრძოლებში ადარნასე II-მ გაიმარჯვა. დავითის მკვლელმა, ნასრა გვარამ მამფლის ძემ, 888 წელს აფხაზთა მეფის, ბაგრატის, დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის სამფლობელოების დაბრუნება, მაგრამ ადარნასე II-მ და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს. ამ დროიდან დაიწყო ადარნასე II-ის გაძლიერება. 888 წელს მან პირველმა მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული, 891 წლიდან კურაპალატია. იგი იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, ჩაერია სომხეთის საშინაო საქმეებში და 891 წელს ხელი შეუწყო შირაქის სომხეთის სამეფოში სუმბატ აშოტის ძის გამეფებას. 904 წელს ადარნასე II-მ სუმბატის დახმარებით დაამარცხა და დაატყვევა ქართლში შეჭრილი თავისი სიძე კონსტანტინე აფხაზთა მეფე, თუმცა სუმბატმა კონსტანტინე გაათავისუფლა და ამის გამო ადარნასე II-სა და სუმბატს შორის მტრობა ჩამოვარდა. 907 წელს ადარნასე II მიემხრო სომხეთში შეჭრილ არაბ სარდალ აბულ კასიმს და სუმბატის წინააღმდეგ იბრძოდა.

ადარნასე II-ს ჰყავდა ოთხი ძე — დავითი, ბაგრატი, აშოტი, სუმბატი - და ორი ქალი [მათი სახელები უცნობია — პირველი იყო ცოლი აფხაზთა მეფის, კონსტანტინესი (871-912), ხოლო მეორე – აბას სპასპეტისა, სომეხთა მეფე აშოტ I-ის ძმისა.

ადარნასე II ეწეოდა კულტურულ-სააღმშენებლო საქმიანობას. მან განაახლა ბანის ძველი ტაძარი და მისი ინიციატივით დაარსდა ბანის ეპარქია: „კელითა კურიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ებისკოპოზ ბანელ“, – წერს სუმბატ დავითის ძე.

სილოგავა

ლიტერატურა

  • იოანე დრასხან აკერტელი, სომხეთის ისტორია, 786-925 წწ., ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1965;
  • სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
  • თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1949, ნაკვ. 27;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2).

იხილე აგრეთვე

ადარნასე II

Logo1.JPG ადარნასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები