ადაუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-დაუი (აფხ. Адауы) — კაციჭამია გოლიათი; ნართული გადმოცემებისა და ჯადოსნური ზღაპრების პერსონაჟი; არის მრავალთავიანი (სამი, შვიდი, ცხრა, თორმეტი), ზოგჯერ ცალთვალა, ხშირი ბალნით. ქართული ფოლკლორისგან განსხვავებით, სადაც დევი ზოგჯერ გმირის დამხმარედაც გვევლინება, აფხაზური ადაუ ადამიანების დაუძინებელი მტერია, განსაკუთრებით ბავშვების გატაცება და ჭამა უყვარს. გადმოცემის თანახმად, ისინი მხოლოდ მითიური ჯუჯა ხალხის („ა-წანები“) გაქრობის შემდეგ გამოჩნდნენ. ნართების ეპოქაში ადაუები ფლობენ ხეხილს (ვაშლს, მსხალს, ბალს, ლეღვს, ყურძენს და სხვ.), რომელიც ნართებმა წაართვეს, ცეცხლსა და წყაროს ან მდინარეს. ცეცხლისა და წყაროს მოსაპოვებლად ბრძოლაში ეპოსის მთავარი გმირი ამარცხებს (ზოგჯერ ეშმაკობითაც) მათ; ზოგი ვარიანტით, ნართები და ზღაპრის გმირები რამდენიმე ძმას (სამს, შვიდს, ცხრას, თორმეტს) ებრძვიან. აფხაზების წარმოდგენით ადაუები ოჯახებად ცხოვრობენ, ჰყავთ ცოლები, დედები, დები.

აფხაზური ადაუ ქართულ დევს, ადიღეურ ინიჟს, ოსურ უაიგს შეესაბამება. სიტყვა „ადაუ“ ქართული „დევიდან“ მომდინარეობს; აღნიშნული ტერმინის პარალელურად აფხაზურ ჯადოსნურ ზღაპრებში „აინიჟი“ და „ადოუმიჟხა“ გვხვდება.


ლიტერატურა

  • Абхазские сказки. М., 1935; Сух., 1959;
  • Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. Сух., 1962; 1988; С.З. Адау // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • ს. ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. აფხაზურიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და ა. არაბულმა. თბ., 1988.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები