ადგილმდებარეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადგილმდებარეობა - დედამიწის ზედაპირის ნაწილის ბუნებრივი და ხელოვნური გარემო. მოიცავს ბუნებრივ ელემენტებს, აგრეთვე მიმოსვლის გზებს, დასახლებულ პუნქტებს, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სოციალურ-კულტურულ ობიექტებს და სხვა.

ადგილმდებარეობა ხასიათდება:

თავისებურებების მიხედვით - ვაკე, მთაგორიანი, მთიანი;

დასერილობის ხარისხის მიხედვით – სუსტად დასერილი, საშუალოდ დასერილი და ძლიერ დასერილი;

გამავლობის მიხედვით – იოლად გამავალი, გამავალი, ძნელად გამავალი და გაუვალი;

თვალთვალისა და შენიღბვის პირობების მიხედვით – ღია, ნახევრად დახურული, დახურული;

ბუნებრივი პირობების მიხედვით – უდაბნო, სტეპი (უდაბნო-სტეპისა), ტყიანი, ჭაობიანი, ტყიან-ჭაობიანი და სხვა.

ადგილმდებარეობის თვისებებს, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ საბრძოლო მოქმედების წარმოებაზე, ადგილმდებარეობის ტაქტიკურ თვისებებს უწოდებენ.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები