ადგილმდებარეობის დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადგილმდებარეობის დაზვერვა - ადგილმდებარეობის ელემენტების ამსახველი უტყუარი ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება, განზოგადება და ამ მასალით მეთაურის (სარდლობის) უზრუნველყოფა. იგი გავლენას ახდენს ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე მომავალი მოქმედებების ზოლში (მონაკვეთზე).

ადგილმდებარეობის დაზვერვის ძირითად ობიექტებს შეტევაში წარმოადგენენ საგზაო ქსელი და მისი მდგომარეობა, წინწაწევის მარშრუტები, სამანევრო გზები, დაბრკოლებები და მათი გადალახვის შესაძლებლობა.

თავდაცვაში ადგილმდებარეობის დაზვერვა ავლენს (მოწინააღმდეგეს ეს ხელსაყრელია) თავდაცვის ზოლების, პოზიციების, მონაკვეთების, რაიონებისა და საყრდენი პუნქტების შექმნის ადგილებს, ასევე კონტრდარტყმებისა და კონტრიერიშების ზღუდეების შექმნის პროცესებს.

ადგილმდებარეობის დაზვერვა ხდება თვალთვალის, სახმელეთო, საჰაერო და კოსმოსური ფოტოგრაფირების, დათვალიერების გზით და სხვა ხერხებით.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები