ადგილობრივი საჰაერო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადგილობრივი საჰაერო თავდაცვა - ღონისძიებათა სისტემა, რომელსაც ახორციელებენ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ჰაერიდან მოწინააღმდეგის თავდასხმისაგან მოსახლეობისა და ობიექტების დასაცავად.


მისი მიზანია დარტყმების შედეგების ლიკვიდაცია, სამრეწველო საწარმოების, ელექტროსადგურების, ტრანსპორტისა და სხვა მუშაობის ნორმალური პირობების შექმნა.

ადგილობრივი საჰაერო თავდაცვა პირველად განხორციელდა I მსოფლიო ომის დროს.

XX საუკუნის 20–30-იან წლებში ადგილობრივი საჰაერო თავდაცვა ჩამოყალიბდა ბევრ ევროპულ ქვეყანაში. 1961 ყოფილ საბჭოთა კავშირში მოხდა ადგილობრივი საჰაერო თავდაცვაის რეორგანიზაცია და შეიქმნა სამოქალაქო თავდაცვის სისტემა.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები