ადერკ მეფე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადერკ მეფე - ადერკი მეათე მეფეა ფარნავაზ მეფიდან. იგი იყო ბარტომ მეფის შვილი. ადერკ მეფე სომხეთში გაიზარდა. მან ქართველ-სომეხთა ომში დაამარცხა არშაკ მირვანის ძე და გამეფდა. ამ მეფის დროს იშვა უფალი და ამავე მეფის დროს გააკრეს ჯვარზე; ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა ჩამოიტანეს უფლის კვართი; ადერკის დროს შემოვიდნენ მოციქულები ქრისტიანობის საქადაგებლად; ადერკმა დაახოცინა მატათა და სიმონ კანანელი, ანდრია პირველწოდებული კი გადაურჩა ადერკ მეფეს, რადგან იგი მშვიდიობით გააპარა საქართველოდან კლარჯეთის ერისთავმა. ადერკ მეფე ერთიანი საქართველოს ძლიერი მეფე იყო, რომელიც 30 წლისა გამეფდა და 57 წელი იმეფა. ადერკმა პირველმა გაუყო საქართველო სამეფოდ თავის ორ შვილს: ბარტომსა და ქართამს.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები