ადვაძე ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან ადვაძე

ვალერიან ადვაძე(დ. 28 აპრილი, 1931, ახალქალაქის რაიონის სოფელი პტენა – გ. 14 მარტი, 2013). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1953); ასპირანტურა (1956).

სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.

  • 1956-1988 – მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის და სახალხო მეურნეობის ისტორიისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრის გამგედ;
  • 1978-დან – ერთდროულად იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე – 1988 წლიდან დირექტორი;
  • ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელ სპეციალურ საბჭოს; კვლევის ძირითადი სფერო იყო საქართველოს ეკონომიკა: მისი ომის შემდგომი განვითარება, პრობლემები, პერსპექტივები, მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორიის საკითხები;
  • 1992-დან – იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
  • უმაღლესი საბჭოს წევრი (1989-91).
  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991).
  • სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი, ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე.
  • 1993-1995 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.

სახელმწიფო ჯილდოები
საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე;
ღირსების ორდენი.

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები