ადირგანირშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადირგანირშა (ადჷრგანჷრშა) - აფხაზური ორცხობილა. ფეტვის, სიმინდის ან ხორბლის ფქვილისაგან. ხის გობზე (აგუბლაა) ცომს მოზელდნენ. ორად გაყოფდნენ. ერთ ნაწილს შუაგულში აყრიდნენ გახეხილ ყველს ან გახეხილ ნიგოზს შაქრით. ზემოდან აფარებდნენ მეორე ნაწილს და გვერდებსა და ზემოდან სხვადასხვა მოხატულობით აფორმებდნენ. აცხობდნენ სპილენძის ტაფაზე ცხვრის ქონის ცხიმით. ცხვრის ქონის ხმარება ადასტურებს, რომ ისინი ავტოქთონები არ იყვნენ. ცხვრის ქონს, ცხვრის დუმის ქონს, ჩვეულებრივ მთიულები და ამ შემთხვევაში ჩრდილო კავკასიელები ხმარობდნენ. საქართველოში, კერძოდ დასავლეთში საქონლის ქონს ხმარობდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები