აეროდრომების კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აეროდრომების კვანძი - აეროდრომების ჯგუფი, რომელიც განკუთვნილია, როგორც წესი, საავიაციო შენაერთის ბაზირებისათვის. მოიცავს მოქმედ, სათადარიგო და ცრუ აეროდრომებს, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული გზებითა და კავშირგაბმულობის ხაზებით. გამოყოფენ აგრეთვე მანევრის აეროდრომებს.

თითოეული სააეროდრომო კვანძისათვის დგინდება საზღვრები, ფრენის საერთო რეჟიმი, მუშავდება ფრენის მოწყობის ინსტრუქციები და ინიშნება ზემდგომი საავიაციო უფროსი.

სააეროდრომო კვანძი ეწოდება აგრეთვე ახლომდებარე აეროდრომების ჯგუფს, საიდანაც ფრენა უსაფრთხოების პირობების მიხედვით მოითხოვს შეთანხმებას.



იხილე აგრეთვე

აეროდრომი

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები