აეროზოლური ფარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

აეროზოლური ფარდა - აეროზოლური საშუალებებით ხელოვნურად შექმნილი დისპერსიული სისტემა, რომელიც შედგება საჰაერო (გაზურ) გარემოში ტივტივა თხევადი ან მყარი ნაწილაკებისგან.

არის აეროზოლის რამდენიმე ღრუბელი (ორთქლი, ნისლი, მტვერი, კვამლი, სმოგი). გამოიყენება სააეროზოლო წინააღმდეგობისთვის. აეროზოლური ფარდის განასხვავებენ:

  • აეროზოლების გამოყენების მიხედვით – საობიექტო, ხაზობრივი, ფართობითი, ეკრანირებადი;
  • მოქმედების დროის მიხედვით – მოკლე და გრძელვადიანი;
  • დაყენების ხერხის მიხედვით – მოძრავი, უძრავი, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ზედაპირიდან აზიდული და მთლიანი.
  • ზემოქმედების ხერხების მიხედვით – შემნიღბავი, დამაბრმავებელი, დამცავი;

აეროზოლური ფარდის დაყენება ხდება რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მიერ საშტატო აეროზოლური და საკვამლე შენიღბვის საშუალებებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები