აერომობილური ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აერომობილური ჯარები - შეიარაღებული ძალების სპეციალურად მომზადებული სამხედრო ფორმირებები ზოგიერთ სახელმწიფოში (აშშ, საფრანგეთი და სხვა). უმთავრესად განკუთვნილია აერომობილური ოპერაციების განსახორციელებლად.

აერომობილური ჯარები შედის, როგორც წესი, სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში, ორგანიზაციულად გაერთიანებულია დივიზიებსა და ბრიგადებში.

ძირითადი საბრძოლო ერთეულია აერომობილური ბატალიონი (ბრიგადა). აერომობილური ჯარების სტრუქტურა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი რაოდენობის საშტატო ვერტმფრენების, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და სხვა მსუბუქი შეიარაღების არსებობას, უზრუნველყოფს მაღალ მობილურობას და ფართო შესაძლებლობას ჯავშნიან მიზნებთან ბრძოლაში. აერომობილური ბატალიონების (ბრიგადების) ბაზაზე საბრძოლო მოქმედების წარმოების დროს იქმნება აერომობილური ტაქტიკური ჯგუფები. აერომობილური ჯარებს განეკუთვნება საჰაერო მოიერიშე და სადესანტო-მოიერიშე ფორმირებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები