აეროსტატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძმები მონგოლფიების აეროსტატი

აეროსტატი - (aero - აერო და ბერძნული statos - მდგომი, უძრავი), ჰაერნაოსნობის საფრენი აპარატი (ჰაერზე მსუბუქი), რომლის ამწევი ძალა იქმნება გარსში მოთავსებული ჰაერზე მსუბუქი აირით (წყალბადი, ჰელიუმი, გამთბარი ჰაერი).

განასხვავებენ თავისუფალი ფრენის (მართვადი, მ.შ. დირიჟაბლები და არამართვადი) და მისაბმელ აეროსტატებს. შედგება გარსისგან, საკიდი სისტემისგან, ფრენის მართვის აპარატურისა და სასარგებლო ტვირთისგან.

სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება თავისუფალი ფრენის (პილოტირებადი, ავტომატური, რადიოზონდები, ჰაერბურთი) და მისაბმელი (არტილერიის ცეცხლის კორექტირება, საჰაერო დაბრკოლებები) აეროსტატები.არიან ჰაერნაოსნობის ნაწილების შეიარაღებაში.

პირველი აეროსტატი შექმნეს ფრანგმა ძმებმა ჟ. და ე. მონგოლფიებმა 1783.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები