ავგიასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავგიასი

ავგიასი – (ბერძნ.) „მბრწყინავი“. ელისის მეფე, ჰელიოსის ძე (სხვა ვერსიით, პოსეიდონის ძე).

სხივნათელმა ჰელიოსმა თავის შვილს აღურაცხელი სიმდიდრე უბოძა. საქვეყნოდ იყო ცნობილი ავგიასის მრავალრიცხოვანი რემები და ჯოგები, რომელთა სადგომები 30 წლის განმავლობაში არ გაწმენდილა. ნაკელის სქელი ფენა თანდათან მატულობდა. იქ გავლა ადამიანს არ შეეძლო. მთელ პელოპონესოსში იდგა იქაური ნაკელის სუნი. ჰერაკლემ ავგიასს აღუთქვა, რომ ერთ დღეში გამოასუფთავებდა მის თავლებს, თუ გასამრჯელოდ ჯოგების მეათედს მიიღებდა. მეფე დასთანხმდა, რადგან ერთ დღეში ასეთი გმირობის ჩადენა შეუძლებლად მიაჩნდა. ჰერაკლემ ნათქვამი აღასრულა (ჰერაკლე, მეშვიდე გმირობა), მაგრამ ცბიერმა მეფე ავგიასმა სიტყვა გატეხა და ჰერაკლეს დაპირებული გასამრჯელო არ მისცა. ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ევრისთევსის სამსახურიდან გათავისუფლებული ჰერაკლე დიდძალი ჯარით შეიჭრება ავგიასის სამფლობელოში. თავდაპირველად ბრძოლა ავგიასის სასარგებლოდ წარიმართება, რადგან ელისის მეფისა და მისი შვილების დასახმარებლად ისწრაფებენ მოლიონები. ბოლოს ჰერაკლე გაიმარჯვებს, იგი ერთიანად ამოხოცავს მეფე ავგიასს, მის შვილებსაც და მოლიონებსაც. ამ მითოსიდან მომდინარეობს გამოთქმა „ავგიასის თავლები“. ასე მოიხსენიებენ თანამედროვენი ისეთ დაბინძურებულ ადგილს თუ არეულ საქმეს, რომლის მოწესრიგებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები