ავგიას თავლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავგიას თავლები - – ჰერაკლეს მეშვიდე გმირობა:

სხივნათელმა ჰელიოსმა თავის შვილს ავგიას აღურაცხელი სიმდიდრე უბოძა. საქვეყნოდ იყო ცნობილი ავგიასის მრავალრიცხოვანი რემები და ჯოგები, რომელთა სადგომები 30 წლის განმავლობაში არ გაწმენდილა. ნაკელის სქელი ფენა თანდათან მატულობდა. იქ გავლა ადამიანს არ შეეძლო. მთელ პელოპონესოსში იდგა იქაური ნაკელის სუნი.

ჰერაკლემ ავგიასს აღუთქვა, რომ ერთ დღეში გამოასუფთავებდა მის თავლებს, თუ გასამრჯელოდ ჯოგების მეათედს მიიღებდა. მეფე დასთანხმდა, რადგან ერთ დღეში ასეთი გმირობის ჩადენა შეუძლებლად მიაჩნდა. ჰერაკლემ ნათქვამი აღასრულა, მაგრამ ცბიერმა მეფე ავგიასმა სიტყვა გატეხა და ჰერაკლეს დაპირებული გასამრჯელო არ მისცა.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები