ავდანმა ფიდიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავდანმა ფიდიდ-ი (ოს. Авдæнмæ фидыд) – ჩვილ ბავშვთა აკვანში დაწინდვის ჩვეულება.

ქორწინების გარიგებითი ფორმისგან განსხვავებით, მცირეწლოვანთა დაწინდვაში შუამავლები არ მონაწილეობდნენ. აღნიშნული ჩვეულების მიზანი იყო მეგობარ ოჯახთა შორის ურთიერთობათა გამყარება დანათესავების გზით. ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში მხარეები სიტყვიერად თანხმდებოდნენ და აკვნის სახელურზე სპეციალურ ნაჭდევს აკეთებდნენ. ზოგან ვაჟის მამა მომავალი სარძლოს სასთუმალთან ტყვია-წამლით სავსე ქისას ტოვებდა. აკვანში დანიშვნის დროს საქორწინო გამოსასყიდი, ურვადი, სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. რომელიმე მხარის მიერ პირობის დარღვევა ოჯახის ღირსების შელახვის ტოლფასი იყო და ზოგჯერ შურისძიებით მთავრდებოდა.



ლიტერატურა

  • Харебов Б. К. Семья и брак в Южной осетии. Цхинвали. 1986; Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Хадикова А. Х. Свадебный обряд // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები