ავეთისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავეთის-ი (სომხ. ավետիս) – სომხური საშობაო ალილო. სომხეთში მრავალი ვარიანტით გავრცელებული ავეთისის საერთო თემა მაცხოვრის დაბადების მილოცვა, ოჯახისათვის კეთილის სურვება იყო. ავეთისებს უწოდებდნენ მაცხოვრის აღდგომისადმი მიძღვნილ ხალხურ სიმღერებსაც. არსებობს ასობით ავეთისი, რომელთაგან ყოველი მდიდარი ეპითეტებით, ისტორიული და მითიური შედარებებით გამოირჩევა. შობის საღამოს მეალილოები ავეთისის სიმღერით კარდაკარ ჯგუფებად დადიოდნენ და ოჯახებს ქრისტეშობას ულოცავდნენ, რისთვისაც მათ ფქვილით, კვერცხებით, ხილით, ორცხობილებით, ხურდა ფულით ასაჩუქრებდნენ.

ავეთისები შეიძლება განვიხილოთ როგორც სომხური ხალხური სიმღერების ეპიკურ-რიტუალური მუსიკალურ-პოეტური ჟანრი.



ლიტერატურა

  • Харатян Гр. С., Мкртчян С, С. Праздничная культура: традиции и современность // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012;
  • Худабашян К. М., Багдасарян О. А., Киракосян А. А. Народная музика и инструменты // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები